თავში

გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები StopCov ფონდში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ

გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები StopCov ფონდში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ
გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები StopCov ფონდში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი მოადგილეები სოლიდარობის აქციას უერთდებიან და სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს, COVID-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ report.ge-ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, პანდემიის წინააღმდეგ და თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ვისაც შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება თანადგომა და დახმარება, დამატებითი წვლილი შეიტანოს.

საქართველოს პროკურატურა, ასევე, გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებას უწევენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system