თავში

გოფოძე: მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

გოფოძე: მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა
გოფოძე: მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა.

ლევან გოფოძის ინფორმაციით ,მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა,თუმცა, ჯერჯერობით ინტენსიურ თერაპიასა და დაკვირვებას საჭიროებს.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ექვსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, ამჟამად მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან. მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა ჯერჯერობით ინტენსიურ თერაპიას და დაკვირვებას საჭიროებს. დღეს გაკეთდა სამი ტესტი, ველოდებით პასუხებს და ვნახოთ, რამდენ გამოჯანმრთელებულ პაციენტს დავადასტურებთ", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 953 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 2-მა ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რაოდენობა 830-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system