თავში

გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას - ელჩები

გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ ქართული დემოკრატიული ინსტიტუ
გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას - ელჩები

გერმანია და საფრანგეთი დღეს ფრანგულ-გერმანულ მეგობრობას ზეიმობენ - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიისა ელჩის ჰუბერტქნირშისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თბილისში გერმანიის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

"ამ მრავლისმომცველი თანამშრომლობის ფუნდამენტს წარმოადგენს 1963 წლის 22 იანვარს ხელმოწერილი ელისეის ხელშეკრულება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორ ქვეყანას შორის მეგობრობასა და ევროპაში მდგრად მშვიდობას.აახენის ხელშეკრულებამ, რომელსაც ხელი 2019 წლის 22 იანვარს მოეწერა, კიდევ უფრო გააღრმავა თანამშრომლობა ყველა სფეროში.გერმანულ-ფრანგული მეგობრობა საქართველოს საკეთილდღეოდაც არის მიმართული. გერმანიისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოები წელს განსაკუთრებული ძალისხმევით უჭერენ მხარს საქართველოს განვითარებას და ამას მომავალშიც გააგრძელებენ. განსაკუთრებით ინტენსიურია თანამშრომლობა ქართველ პარტნიორებთან ენერგეტიკის სექტორში, სადაც ერთობლივად იქმნება უკეთესი მომავალი. გარდა ამისა გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, რისი მაგალითიც ბოლოს 12 დეკემბრის ერთობლივი დეკლარაცია იყო.ჩვენ შემართებით გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას არა მარტო ზემოთ ხსენებული მიმართულებებით, არამედ ასევე საგანმანათლებლო, კვლევით და ეკონომიკურ სფეროებში, რათა ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების გვერდით ვიყოთ ევროპასთან დაახლოების გზაზე", - ნათქვამია ჰუბერტ ქნირშისა და დიეგო კოლასის ერთობლივ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system