თავში

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა არჩევნებში გამარჯვებულებს წარმატება უსურვა

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა არჩევნებში გამ
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა არჩევნებში გამარჯვებულებს წარმატება უსურვა

გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტქნირშმა ხელისუფლებას წარმატებული არჩევნების ჩატარება მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს. ჰუბერტქნირშის თქმით, ახლადარჩეულმა მერებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა უნდა გააძლიერონ ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში.

"საერთაშორისო დამკვირვებლებმა წარადგინეს შეფასებები საქართველოს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება. მათ დაინახეს ბევრი კარგი გაუმჯობესება. დამკვირვებლებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს ბევრ სისუსტეს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. აუცილებელია, ამ სისუსტეებს მიექცეს ყურადღება და ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. არჩევნების შედეგების მიღება და დემოკრატიულ პროცესში მუშაობა ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა. მსურს, მივულოცო ყველას, ვინც მერად აირჩიეს, ვინც საკრებულოში აირჩიეს. ვუსურვებ მათ წარმატებას საქმიანობაში, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მუნიციპალიტეტთან იმუშაოს აქტიურად და ნდობით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system