თავში

გერმანიის მთავრობა მზად არის, განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები - ტიკარაძე

გერმანიის მთავრობა მზად არის, განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები - ტიკარაძე
გერმანიის მთავრობა მზად არის, განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები - ტიკარაძე

გერმანიის მთავრობა მზად არის, განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები, თუმცა აქვე უნდა იქნას განმარტებული, რომ ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები განსაზღვრულია სამი თვით – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია, რომელთაც გერმანიაში, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების სურვილი აქვთ, 15 თებერვლიდან დაიწყება. 

„2020 წლის 17 იანვარს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის მთავრობას შორის, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განგვესაზღვრა 2020 წლის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიო მასშტაბით დაიწყო გლობალური პანდემია, ამ პროექტის განხორციელება 2020 წლის პერიოდში ვერ მოხერხდა. თუმცა, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე და იქედან გამომდინარე, რომ საქართველომ და გერმანიამ შეძლეს პანდემიის სწორად მართვა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ წელს, 15 თებერვლიდან მოგვეცემა საშუალება, დავიწყოთ ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების შესახებ. ეს პროგრამა გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს დასაქმების სააგენტოსაც უკვე გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება, გერმანიის მთავრობა მზად არის, განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები. აქვე უნდა იქნას განმარტებული, რომ ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები განსაზღვრულია სამი თვით, რაც მიმართულია, როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე, პირველ რიგში, ცოდნის გაცვლის მიზნით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system