თავში

გერმანიის პრეზიდენტი: ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე წერენ

გერმანიის პრეზიდენტი: ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე წერენ
გერმანიის პრეზიდენტი: ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე წერენ

“ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე წერენ, საქართველო გერმანული ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე საუბრისას ქართულ-გერმანული თანამშრომლობის წელს გაუსვა ხაზი:

„ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-გერმანული თანამშრომლობის წლებზე, გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი, 2017-2018 წლები, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. მინდა, ამას ხაზი გავუსვა, რადგან პირველად, მთელი სიმდიდრე გამოჩნდა ქართულ-გერმანული ურთიერთობებისა. ძალიან ბევრი ავტორი წარმოჩინდა ასევე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექტსში. ძალიან ბევრი ქართველი ავტორი გაიცნო, როგორც გერმანიამ, ისევე სხვა ქვეყნებმა, ვინც უცნობი იყო მანამდე.

პრაქტიკულად, ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში წერენ ქართულ ლიტერატურაზე, ქართულ კულტურაზე. ასევე სვანეთში მგზავრობის შემოთავაზება თუ მაგალითად, რთველზე დასწრება კახეთში. ძალიან ბევრი კონკრეტული, დეტალური ინფორმაციაა საქართველოზე. სწორედ ის შედეგი დგება, რომ საქართველო გერმანული ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს გაიზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოში“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system