თავში

გგონიათ, ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება?! - ცერცვაძე ჯაფარიძეს პასუხობს

გგონიათ, ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისებძე ჯაფარიძეს პასუხობს
გგონიათ,  ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება?! - ცერცვაძე ჯაფარიძეს პასუხობს

"1% მაინც რომ იყოს გარანტია იმისა, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამაზე პირველი წავიდოდა", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რითიც შეზღუდვების მოხსნაზე, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას უპასუხა.

 ცერცვაძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით, მთავრობა საკუთარ ქმედებებზე პასუხს აგებს და საჭიროა ოქროს შუალედის დაჭერა და მისი დაბალანსება. 

"მე მომხრე ვარ შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების, მოხსნის და ვნახოთ, რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსნათ და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისეთი გახდეს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ეს ხომ შემდეგ, უკან ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გვაიძულებს, რომ ეკონომიკა ისევ ჩავკეტოთ. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! ნებისმიერი მთავრობა ხომ მოხარული იქნება მოიგოს ხალხის გული და ხალხისთვის კარგი გააკეთოს.

1% მაინც რომ იყოს გარანტია იმისა, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამაზე პირველი წავიდოდა, მაგრამ განსხვავებით, ბატონი ზურაბისგან, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და პასუხს არაფერზე აგებს, მთავრობა ჩვენთანაც, ევროპასა და ამერიკაშიც პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე. დამიჯერეთ, მერე ისევ მთავრობას მოსთხოვენ პასუხს მკაცრად, რატომ დაუჯერე შენ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს, რატომ მოხსენი შეზღუდვები, თუ იცოდი, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანდაო. ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ და მოვახდინოთ დაბალანსება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში. 

ცნობისთვის, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე შეზღუდვების სრულად მოხსნას ითხოვს და 24 იანვარს აქციას აანონსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system