თავში

ღამის მობილობის შეზღუდვა ყველაზე ეფექტური ბერკეტია - თურნავა

ღამის მობილობის შეზღუდვა ყველაზე ეფექტური ბერკეტია - თურნავა
ღამის მობილობის შეზღუდვა ყველაზე ეფექტური ბერკეტია - თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ქვეყანაში ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაა.

მისივე თქმით, ,,კომენდანტის საათი" სწორედ ამიტომ დარჩა ძალაში.

,,ღამის საათების შეზღუდვა კვლავაც რჩება ძალაში, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი აქტივობა უნდა გავხსნათ მარტსა და აპრილში. 

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა მობილობის დაგდების, რამაც მოიტანა დღევანდელი გაუმჯობესებული სიტუაცია, არის ღამის საათების შეზღუდვა. მოგვწონს ჩვენს ეს, თუ არ მოგვწონს. მეც ვხედავ, რომ ეს არის დისკომფორტი, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ უკვე დამტკიცებულია, რომ ერთ-ერთი ბერკეტი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნორმალური ვითარება შევინარჩუნოთ, არის ღამის მობილობის შეზღუდვა. ამ ეტაპზე, ვიტოვებთ ამას, მომავალში შევხედავთ,"- განაცხადა ნათია თურნავამ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system