თავში

ღარიბაშვილი ჩვენს საარჩევნო კამპანიაში ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს - ნიკა მელია

ღარიბაშვილი ჩვენს საარჩევნო კამპანიაში ზურგის
ღარიბაშვილი ჩვენს საარჩევნო კამპანიაში ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პრემიერ ღარიბაშვილის შეფასებების შესახებ კომენტარი გაუკეთა. ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში მელიამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილი თავის მხრივ ეხმარება და რომ მისი კომენტარები საარჩევნო კამპანიაში ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს.

"ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს, რაც მართალია მართალია. ცა უნდა ჩამოვარდეს და მიწა გასკდეს და ჩავარდეს, ეს ნახევრად ხუმრობით. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, ბატონი ღარიბაშვილი მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსურად, ჩვენს საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება. ჩვენთვის ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს. აქაც საქმე გვაქვს შეჩვევასთან, აღარ უკვირს ადამიანებს. პრემიერმინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცმევს, კოსტუმსიცმევს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system