თავში

ღარიბაშვილის სახელით ყალბი გვერდები იქმნება - სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს

ღარიბაშვილის სახელით ყალბი გვერდები იქმნება - სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
ღარიბაშვილის სახელით ყალბი გვერდები იქმნება - სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს

თავდაცვის სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის სახელით შექმნილ "ფეისბუგვერდთან" დაკავეშირებით განცხადებას ავრცელებს.  უწყება მოუწოდებს საზოგადოებას არ ენდონ მსგავს ყალბ გვერდებს. 

"სოციალურ ქსელებში, პერიოდულად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.

მოცემული გვერდებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სარგებლობენ მხოლოდ ოფიციალური "ფეისბუქ" და "ტვიტერის" გვერდებით. საზოგადოებას მოვუწოდებთ სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system