თავში

ღიად და დემონსტრაციულად გააკეთა, ყველას დაგვცინა - ნიკა გვარამია

ღიად და დემონსტრაციულად გააკეთა, ყველას დაგვცინა - ნიკა გვარამია
ღიად და დემონსტრაციულად გააკეთა, ყველას დაგვცინა - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელების მიმართ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ სისტემამ ამ გადაწყვეტილებით მედიას დასცინა.

"ვახო სანაიას ამბავში ყველაზე ცუდი ნაძირლების გამოშვებაც კი არ არის. არა.

ისიც კი არა, რომ ძალადობის მორიგი წახალისების აქტი შედგა. არა.ყველაზე საზარელი ის ცინიზმია, რომლითაც ოცნების რეჟიმის ჭანჭიკმა დასცინა ამ მნიშვნელოვან საქმეზე განაჩენის მომლოდინე მედიას და საზოგადოებას. ცინიზმი, რომლითაც დღე-დღე გადაითვალა, 6 თვე მიუსაჯა და ზუსტად იმ დღეს ჩანიშნა განაჩენის გამოცხადება, როცა პატიმრობის ვადა იწურებოდა. თავად განაჩენის სამარცხვინობაზე უარესი, ის სითავხედე და ცინიზმია, რომლითაც ეს ყველაფერი ღიად და დემონსტრაციულად გააკეთა და ამით სისტემის სახელით ყველას დაგვცინა" - წერს გვარამია. 

ცნობისთვის, "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა აღნიშნული ვადა დღეს იწურება, შესაბამისად, ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდნენ გლდანის ციხიდან.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული იყო სამი პირი.

სამივე მათგანს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system