თავში

ღიად მოგმართავთ, შერიგდით, რა - ინგა გრიგოლია

ღიად მოგმართავთ, შერიგდით, რა - ინგა გრიგოლია
ღიად მოგმართავთ, შერიგდით, რა - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პარტია "გირჩში" მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარტიის ლიდერებს შერიგებისკენ მოუწოდებს. 

"შერიგდით რა. არ მომწონს ეს ამბავი და მინდა ისევ ერთად გიხილოთ ორივე. ცხოვრებაში არ დამიწერია ასეთი პოსტი პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ აი, თქვენ გიწერთ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ჯაფარას ტყუილად კი არ მივეცი. ღიად მოგმართავთ-შერიგდით რა" - წერს გრიგოლია. 

შეგახსენებთ, დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. მისი მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იაგო ხვიჩიას ფეისბუქ სტატუსებს არ უკავშირდება.

თუმცა, 3 დეკემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ აღიარა, რომ იაგო ხვიჩიას განცხადებებით "გირჩს" ზიანი მიადგა.

ცნობისთვის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავებას გამოემაურა.

"ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". - დაწერა მან.

აღნიშნულ კომენტარს, სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

განცხადება გაავრცელა გირჩის თანამფუძნებელმაც. ნინო დარსაველიძე იაგო ხვიჩიას განცხადებების გამო დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system