თავში

"ღმერთო მაპატიე, ამას რომ ვყვები..." - თამუნა მუსერიძე

"ღმერთო მაპატიე, ამას რომ ვყვები..." - თამუნა მუსერიძე
ღმერთო მაპატიე, ამას რომ ვყვები... - თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, წლების წინ, სამშობიაროებიდან ბავშვების გაყიდვის დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს. 

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში მშობლებს სხვის გარდაცვლილ შვილებს ატანდნენ.

"ღმერთო მაპატიე, ამას რომ ვყვები და ყველა დედას ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი, დაზუსტებით ვიცი, რომ მეორე სამშობიაროში პირველ სართულზე იყო ადგილი, სადაც გარდაცვლილ ბავშვებს ყინავდნენ და ინახავდნენ. პირველ სამშობიაროსაც ჰქონდა ასეთი ადგილი.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დედა კატეგორიულად მოითხოვდა გარდაცვლილი შვილის წაყვანას, ჩანაცვლება ხდებოდა ამ ბავშვების და დედას ატანდნენ სხვის გაყინულ ბავშვს.

მე პირადად ვიცნობ ქალს, რომელსაც სხვისი შვილი გამოატანეს, დაკრძალა 18 წელი სხვისი შვილი იტირა სასაფლაოზე.

18 წლის შემდეგ მეზობელს გულმა ვეღარ გაუძლო და კარში ანონიმური წერილი დაუტოვა, რომ შენი შვილი პოლიციის უფროსს ჰყავს მოპარული, 200 მეტრშიო. ამ ქალმა 18 წლის შემდეგ შვილი დაიბრუნა, სარჩელი შეიტანა, იქიდან იმათმა შეიტანეს სარჩელი და იყო წივილ-კივილი. სამი წელი დიდი კონფლიქტი ჰქონდათ ამ ოჯახთან. ამ ქალმა ისიც გაიგო, ვისი შვილი გამოატანეს, მაგრამ იმათ ვერ ეუბნებოდა" - ყვება თამუნა მუსერიძე გადაცემაში „სთორი“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system