თავში

გია ჯაფარიძე: ივერი მელაშვილი ხელს უშლიდა საქართველოს მარსის და იუპიტერის ათვისებაში

გია ჯაფარიძე: მელაშვილი საქართველოს მარსის და იუპიტერის ათვისებაში
გია ჯაფარიძე: ივერი მელაშვილი ხელს უშლიდა საქართველოს მარსის და იუპიტერის ათვისებაში

პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი გია ჯაფარიძე კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დადგენილი არ არის შევარდნაძის ადმინისტრაციის პერიოდიდან. 

"ოც წელზე მეტია მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ოც წელზე მეტია საზღვრის დამდგენ კომისიაში მუშაობენ დაკავებული სპეციალისტები. იმავე კომისიის წევრები არიან უშიშროების, თავდაცვის, საზღვრის და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები. საზღვრის დადგენაზე შეთანხმება არის სახელმწიფოებს შორის შეთანხმება. მან უნდა გაიაროს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი, ორივე მხარის უმაღლესმა პირებმა მოაწერონ ხელი, ბოლოს პარლამენტის რატიფიკაცია ჭირდება. არაფერი ეს მომხდარი არაა. ივერი მელაშვილი არაა პირი, რომელიც ხელს აწერს. ის არის მხოლოდ ექსპერტი", - წერს გია ჯაფარიძე. 

ის ქართული მხარისთვის რუკების გადამცემი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის პერსონასაც მიმოიხილავს.

"ვიღაც ხიდაშელი, რომელმაც მანამდე 1 200 000 ჩარიცხა კოვიდის ფონდად გამორმებულ ფულის გასათეთრებელ/მისატაცებელ ფონდში, "გადმოგვცემს რუკას". ხიდაშელი არის კომპანია "ინტრაკომის" ხელმძღვანელი. ინტრაკომი ეკუთვნოდა ბერძენ მსხვილ ბიზნესმენ სოკრატის კოკალისს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაქცეული ბერძენი კომუნისტი მებრძოლის შვილს, რომელზეც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითონაც იყო შტაზის აგენტი "პაზივნოით" როკო, კროკოს და ა. შ. ინტრაკომი 2014 წელს შეიძინა რუსულმა კომპანია "სისტემა"-მ, რომელ8ც ეკუთვნის პეტერბურგელ მილიარდელ ევტუშენკოვს. ამ კომპანიაში მუშაობს "კოვიდთან მებრძოლი და რუკების მეუფე" ხიდაშელი. სისტემამ ინტრაკომი იყიდა ჩეხეთში დაფუძნებული მისი კომპანიის სიტრონიკსის საშუალებით. სამივე კომპანია არის ევტუშენკოვის ბიზნეს იმპერიის ნაწილი. სისტემა აწარმოებს მაღალი ტექნოლოგიების პროდუქტებს, რომელიც გამოიყენენა როგორც ტელეკომუნიკაციებში, ისე თავდაცვასა და დაზვერვაში. კომპანია პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის დაზვერვასთან.

რუსულ სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებულმა კომპანიამ მოიტანა ჯერ 1 200 000 და ახლა მოიტანა "რუკა" იმ ლეგენდის შესაქმნელად, რომ "მიწები გაყიდეს". რუსეთი ერევა საქართველოს არჩევნებში, ერევა ფულით, ერევა ლეგენდირებით, ერევა საქართველოს საპატრიარქოს საშუალებით, ერევა პატრიოტთა ალიანსით და ქართული ოცნებით, ერევა ტვ ნადეჟდას (იმედი) და პოსტივის საშუალებით, ერევა სხვა რადიკალური ჯგუფების და კონკრეტული პოლიტიკოსების გამოყენებით. რუსეთი ცდილობს დაყოს და გახლიჩოს საქართველოს მოქალაქეები, მოახდინოს მაქსიმალური პოლარიზაცია. ამას დირიჟორობს, მინიმუმ ხელს არ უშლის და თვალს ხუჭავს, ხელისუფლება. მაგრამ ეს არაა მხოლოდ არჩევნებში ჩარევა, ამ საქმით ზიანდება საქართველოს გრძელვადიანი სახელმწიფო ინტერესები", - წერს ჯაფარიძე. 

მისი თქმით, შეთანხმება თუ არ არსებობს საზღვრის დადგენაზე "გაყიდვაც" ვერ იარსებებს.

"იგივე წარმატებით ივერი მელაშვილი ხელს უშლიდა საქართველოს მარსის და იუპიტერის ათვისებაში", - აცხადებს ჯაფარიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system