თავში

გია ყანჩელი გარდაიცვალა

გია ყანჩელი გარდაიცვალა
გია ყანჩელი გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გია ყანჩელის შემოქმედება ისეთი ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა "შერეკილები“, "არაჩვეულებრივი გამოფენა,“ "მიმინო“, "ცისფერი მთები“, "როცა აყვავდა ნუში", "კავკასიური ცარცის წრე“, "ხანუმა“, "მეფე ლირი", "რიჩარდ III" და სხვა. სწორედ მას ეკუთვნის სიმღერები: "ყვითელი ფოთლები", "ის აქ არის", "ჩიტი გვრიტი მოფრინავდა", "საით მიდიხარ", "ჩიტო გვრიტო" და ა.შ.

ეპოქალური კომპოზიტორის მემკვიდრეობიდან ასევე აღსანიშნავია სიმფონიური მუსიკა. 1974 წელს შექმნილმა In Memoria di Michelangelo-მ ყანჩელს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1995 წლიდან არტისტი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

გია ყანჩელი მიმიდნარე წლის აგვისტოში მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა.

report.ge მწუხარებას გამოთქვამს გია ყანჩელის გარდაცვალების გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system