თავში

გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა

გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა
გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა

გიგია ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.

„ლელო. ორი თვე იბრძოლა. ისე მინდოდა, რომ ერთხელ მაინც, თუნდაც ბოლოჯერ – გველაპარაკა.

აღარ გვყავს. გული გაჩერდა. ხვალ 77 წლის ხდებოდა“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

ლევან ბოკერია 1944 წელს, ქუთაისში დაიბადა. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს.

1965 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში"; 1983 წლიდან ხელმძღვანელობდა არქიტექტურულ სახელოსნოს; 1989 წლიდან იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის რესპუბლიკური გაერთიანება "საქარქპროექტის" მთავარი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრებია: ბაიკალ–ამურის რკინიგზის მაგისტრალზე დაბა ნიას დაგეგმარება და განაშენიანება (1970–1980), თბილისში გამოთვლითი ცენტრის შენობა (1983), ბანკის შენობათა კომპლექსი (1983). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system