თავში

გიგა მაქარაშვილის მტკიცებით "ოცნების" აქტივისტებმა მათ პიროტექნიკა ესროლეს

გიგა მაქარაშვილის მტკიცებით "ოცნების" აქტივისტებმა მათ პიროტექნიკა ესროლეს
გიგა მაქარაშვილის მტკიცებით ოცნების აქტივისტებმა მათ პიროტექნიკა ესროლეს

"ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარი დაპირისპირებისას 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ავრცელებენ. გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მოძრაობის აქტივისტებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პიროტექნიკა ესროლეს.

"ქართული ოცნების' ოფისთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც. რამდენჯერმე მათშორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.

სამოქალაქო აქტივისტები პოლიციას სთხოვენ, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ის წევრები დააკავონ, რომლებიც მათზე ძალადობენ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს "ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ყვითელი ავტობუსებით გაყვანა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system