თავში

გიგი უგულავა 2 000 ლარით დააჯარიმეს

გიგი უგულავა 2 000 ლარით დააჯარიმეს
გიგი უგულავა 2 000 ლარით დააჯარიმეს

გიგი უგულავა 2 000 ლარით დააჯარიმეს. ამის მიზეზი იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევა გახდა. მან 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. 

ერთი კვირით ადრე კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. 

აქციაზე გამოჩენის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, 15 ოქტომბერს PCR ტესტის პასუხი წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელებული იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system