თავში

გიგი უგულავას ადგილსამყოფელი ცნობილია

გიგი უგულავას ადგილსამყოფელი ცნობილია
გიგი უგულავას ადგილსამყოფელი ცნობილია

გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორშია გადაყვანილი. ის დღეს, დღის პირველ ნახევარში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღის განმავლობაში უცნობი იყო, სად გადაიყვანეს პოლიტიკოსი დაკავების შემდეგ. ადვოკატები გიგი უგულავას რამდენიმე საათს მანძილზე ვერ პოულობდნენ. 

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მარნეულში, უგულავასთან შესახვედრად ახლა მიდის.

გიგი უგულავას გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კიდევ 15 ადამიანი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system