თავში

გილოცავ, ერო, ცენზურა ჩაგვირთეს! - გვარამია

გილოცავ, ერო, ცენზურა ჩაგვირთეს! - გვარამია
გილოცავ, ერო, ცენზურა ჩაგვირთეს! - გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც "მთავარი არხი", ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტში გასული კადრის გამო, სამართალდამრღვევად ცნო.

გვარამია წერს, რომ მარეგულიერებელ კომისიას აღნიშნული გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონდა.

"საქმე იმაშია, რომ კომისიას ამის უფლებამოსილება არა აქვს! ამის - ანუ ცენზურის! გილოცავ ერო, ცენზორი მოგვევლინა და ცენზურა ჩაგვირთეს! გილოცავთ", - წერს ნიკა გვარამია.

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

მათი განცხადებით, კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და „მთავარ არხს“ სანქცია არ დააკისრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system