თავში

,,გიო, მთავარია გადარჩე!" - რა შეემთხვა თამაზ მეჭიაურის მძღოლს

,,გიო, მთავარია გადარჩე!" - რა შეემთხვა თამაზ მეჭიაურის მძღოლს
,,გიო, მთავარია გადარჩე! - რა შეემთხვა თამაზ მეჭიაურის მძღოლს

,,გიო, მთავარია გადარჩე! მერე ყველას თავისა მიეზღვება", - ამის შესახებ თიანეთის მერი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ირკვევა, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილის დედის განცხადებით, მის შვილზე ზეწოლას ახორციელებდნენ და თხოვდნენ თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მათთვის გადაცემას. 

ახალგაზრდა კაცის დედა კონკრეტულ ადამიანსაც ასახელებს. მისი თქმით, ზეწოლას უშუალოდ ზურაბ ბექაური ახორციელებდა, რომელიც ასევე, თამაზ მეჭიაურის მეგობარია.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით კი, გიორგის ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თქმაც მისთვის ვერ მოასწრო. ამასთან, თიანეთის მერის განცხადებით, ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი სისტემატურად ცდილობდა მასზე ინფორმაციის მოპოვებას და მისი გუნდიდან ადამიანების გადმობირებას. 

"შალვა კერესელიძე ყველა რესურსით ცდილობდა ჩემზე ინფორმაციის მოპოვებას და ხალხის გადაბირებას. რაღაც ინფორმაცია ჰქონდა გიორგის, რომელიც ჩემამდე ვერ მოიტანა", - განაცხადა მეჭიაურმა.

თავად ზურაბ ბექაური აცხადებს, რომ მას გიორგიზე არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად უძალადია. მეტიც, გიორგი წინა დღეს გაღიზიანებული და აგრესიული შეხვდა, რადგან მან გიორგის თბილისში წაყვანა დროულად ვერ მოახერხა. 

"ზეწოლა რაზე უნდა მოგვეხდინა, კარგის და სიყვარულის მეტი ერთმანეთის მიმართ სხვა არაფერი გაგვაჩნია... ასეთი გაღიზიანებული გიორგი არ მინახავს, როგორ თუ მე არ წავიყვანე თბილისში დროულად და რაღაც საქმეში ხელი შევუშალე. არჩევნების ამბავი გამორიცხეთ. არავითარი ორმაგი თამაში არ ყოფილა", - განაცხადა ზურაბ ბექაურმა.

გიორგი ხუმარაშვილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

წყარო: ტვ პირველი


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system