თავში

გიორგი რურუა ციხიდან მიმართვას ავრცელებს

გიორგი რურუა ციხიდან მიმართვას ავრცელებს
გიორგი რურუა ციხიდან მიმართვას ავრცელებს

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, მსჯავრდებული გიორგი რურუა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. 

"კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა გიორგი მუმლაძეს, გამორჩეულ მოქალაქეს და პატრიოტს, რომლის დაკავებაც უფრო მეტ პოლარიზებას და განხეთქილებას გამოიწვევს. ასევე ჩემი მხარდაჭერა პატრიოტ ძმებ წულუკიძეებს და ძმებ ჭელიძეებს.

რაც ხდება ნამოხვანში, თბილისსა და ბათუმში, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ყალიბდება ჯანმრთელი, ძლიერი და სამართლიანი საზოგადოება.

ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს და ყველა ქალს, თქვენ ხართ მაგალითი, თუ როგორ უნდა დავიცვათ და მოვიპოვოთ ჩვენი უფლებები.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი გიორგი რურუა", - წერს რურუა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system