თავში

გიორგი აბრამიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა

გიორგი აბრამიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა
გიორგი აბრამიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა

რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

,,ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს, გიორგი აბრამიშვილს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიამ „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადასცა.

გიორგი აბრამიშვილი 17 წელია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას იცავს. 

თავდადებული შრომით, გამოწვევებთან და რისკებთან გამკლავების უნარით, კრიზისული სიტუაციების მართვისას ლიდერული უნარ-ჩვევებით გამორჩეულმა ქართველმა რეინჯერმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ IUCN-ისა და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ, მსოფლიო რეინჯერთა ფედერაციის, Global Wildlife Conservation და Conservation Allies-თან კოლაბორაციის შედეგად დაფუძნებული დაჯილდოებაა.

ნომინაცია მიზნად ისახავს რეინჯერთა უნიკალური ისტორიების გაზიარებას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system