თავში

გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს მხარდაჭერას უცხადებს

გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს მხარდაჭერას უცხადებს
გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს მხარდაჭერას უცხადებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ახალგაზრდა რეზიდენტს, გიორგი ღოღობერიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

„სრულიად ვეთანხმები ჩემს კოლეგას! ახალგაზრდა კოლეგები – ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი! მე ვუსურვებ ჩემს კოლეგას გიორგი ღოღობერიძე წარმატებას !!!

რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და საკმაოდ საინტერესოდ უხსნის მოსახლეობას სამედიცინო შემთხვევებს და რაც მე ვნახე, სუბორდინაცია (რაც მედიცინაში არის მნიშვნელოვანი) ჰქონდა დაცული და პირველი წყაროები (მტკიცებულებითი მედიცინაზე დგას თანამედროვე მედიცინა) აქვს მითითებული/ნახსენები.

ვუსურვებ საქართველოს, რომ უფრო მეტი ასეთი ახალგაზრდა კოლეგა ჰყავდეს მედიცინის სხვადასხვა დარგში.

თანამედროვე მედიცინა დგას: უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე; მუდმივი ხარისხის გაუმჯობესებაზე; დამოუკიდებელ სამედიცინო აკრედიტაციაზე“, – წერს ფხაკაძე.

ცნობისთვის, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა "პრაიმშოუში" კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო პოდკასტების გამო გააკრიტიკეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system