თავში

გიორგი ფხაკაძემ პანდემიის დამარცხების დრო დაასახელა

გიორგი ფხაკაძემ პანდემიის დამარცხების დრო დაასახელა
გიორგი ფხაკაძემ პანდემიის დამარცხების დრო დაასახელა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის აცხადებს, რომ მომავალი წელს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას შეძლებს.

„2022 წელი იქნება ვირუსის დამარცხების წელი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად თუ არ ვიმოქმედეთ, არაფერი გამოვა“, - აღნიშნა ექსპერტმა ვიდეო მიმართვაში.

ჯანდაცვის ექსპერტმა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დელტა“ ვირუსი ვერაგია. ვირუსთან ომში უკვე ორი შეიარაღება გვაქვს - სამედიცინო პირბადე და მაღალეფექტური ვაქცინა „ფაიზერი“. გამოვიყენოთ, ავიცრათ! სხვა ვაქცინებზე, გთხოვთ, ნუ მეკითხებით, ჩემი პასუხია - არ ვიცი! და კიდევ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ელექტრიკოსმა - ელექტრობას, ოფთალმოლოგმა - თვალს, კარდიქირურგმა - გულს, გთხოვთ, ყველა ექსპერტებად ნუ გამოდიხართ. „ყველაფერშჩიკობა“ საშიშია. მოუსმინეთ გამოცდილებს, რომლებიც გეუბნებიან, რა არის გამოსავალი“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system