თავში

გიორგი ფხაკაძის ორი რეკომენდაცია

გიორგი ფხაკაძის ორი რეკომენდაცია
გიორგი ფხაკაძის ორი რეკომენდაცია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კვლევას აზიარებს და მამაკაცებს ორი რეკომენდაციით მიმართავს.

"კოვიდგადატანილების კატასტროფული გრძელვადიანი შედეგები, რაზეც არაერთხელ ვისაუბრე.

✅სპერმის ხარისხის გაუარესებაზე არაერთხელ ვსაუბრობდი და არაერთი კრიტიკის და ხუმრობის "გმირი" გავხდი.

✅ახლა უკვე რამდენიმე ათეულმა კვლევამ დაადასტურა, რაზეც მე საჯაროდ გაფრთხილებდით.

✅მამაკაცებო, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თუ აპირებთ, გაამრავლოთ თქვენი გვარი, ორი რეკომენდაცია:

არ დაინფიცირდეთ, აიცერით "ფაიზერით", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, კვლევის მიხედვით, ჯანმრთელ, ახალგაზრდა კაცებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება არ ფიქსირდება. 

აღნიშნული კვლევა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA) გამოქვეყნდა.

კვლევა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით აცრილ კაცებში ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system