თავში

გიორგი ფხაკაძე: მოვითმინოთ და ახალი წელი სიყვარულით, შორიდან მივულოცოთ ერთმანეთს

გიორგი ფხაკაძე: მოვითმინოთ და ახალი წელი სიყვარულით, შორიდან მივულოცოთ ერთმანეთს
გიორგი ფხაკაძე: მოვითმინოთ და ახალი წელი სიყვარულით, შორიდან მივულოცოთ ერთმანეთს

,,ტკბილი სიტყვით, სიყვარულით შორიდან მივულოცოთ ეს ერთი ახალი წელი ერთმაბეთს, რომ გვქონდეს ბევრი ახალი წელი და შობა", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

ფხაკაძის განმარტებით, ნაადრევად მოხსნილმა შეზღუდვებმა, შესაძლოა, უფრო მწვავე შედეგები მოიტანოს.

„ვირუსისთვის არ არსებობს არც ახალი წელი, არც დაბადების დღე, არც ქორწილი და არც სხვა შეკრება. ვირუსი არის ძალიან მარტივი, უტვინო არსება, რომელსაც აინტერესებს ერთადერთი, გამრავლება, და ხომ შეიძლება ყველამ ერთად გავაჩეროთ? 

ხომ შეიძლებოდა ეს „შავი პარასკევი“ ერთი დღე არ ყოფილიყო და ერთი კვირა ყოფილიყო და გადანაწილებული?

მე მაინც ვფიქრობ, რომ ზეიმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სიხარული, სიყვარული, არის ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს და ეს სიხარული და სიყვარული შეიძლება იყოს ჩვენში, არ არის აუცილებელი შევიკრიბოთ, ეს ერთი წელიწადი მოვითმინოთ, რომ ჩვენი ახლობლები გადავარჩინოთ. არ სჯობს მოვითმინოთ, ტკბილი სიტყვით, სიყვარულით შორიდან მივულოცოთ ეს ერთი ახალი წელი, რომ გვქონდეს ბევრი ახალი წელი და ბევრი შობა“, - განაცხადა ფხაკაძემ ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 164 976-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 988 პაციენტი და საერთო რაოდენობა 137 499-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 540 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system