თავში

გიორგი გაბუნია: დაჩოქილს ვერასდროს მნახავს კადიროვი

გიორგი გაბუნია: დაჩოქილს ვერასდროს მნახავს კადიროვი
გიორგი გაბუნია: დაჩოქილს ვერასდროს მნახავს კადიროვი

მუხლებზე დაჩოქილს ვერასდროს მნახავს კადიროვი. შეუძლია მომკლას და ჩემი ცხედარი დააყენოს მუხლებზე, - ასე ეხმაურება ჩეჩნეთის პრეზიდენტის განცხადებას ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. მისი თქმით კადიროვი კომიკური ფიგურაა და სასაცილოც სწორედ ის არის, რომ მსგავსი ადამიანის შიში უნდა გქონდეს. 

„კადიროვი ჩემთვის არის კომიკური ფიგურა, თავისი ვიზუალით და საუბრის მანერით. ვიცი, რომ მას აქვს კრიმინალური ძალაუფლება. მთელი უბედურება ამაშია, რომ მსგავსი კომიკური ფიგურების რომ უნდა გეშინოდეს. საფრთხე რეალურია, მაგრამ სიკვდილის შიში არ მაქვს. მან რომ ჩემი ლიკვიდაცია მოახერხოს, ძალიან ბევრი ადამიანი შეშინდება. ხალხი ისედაც დაშინებულია. მე კადიროვს შემიძლია ვუპასუხო, ჩემი პოზიცია არ იცვლება, ვფიქრობ იმას რასაც ვფიქრობდი აქამდე მის საყვარელ ლიდერზე. არ მეშინია, ბოდიშის მოხდაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მუხლებზე დაჩოქილს ვერასდროს მნახავს კადიროვი. შეუძლია მომკლას და ჩემი ცხედარი დააყენოს მუხლებზე,"-  განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ გიორგი გაბუნიამ უნდა დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system