თავში

გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი დედაზე

გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი დედაზე
გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი დედაზე

"მამაჩემს მწვავე ინფარქტი აღმოაჩნდა, ძლივს გადავარჩინეთ და კლინიკაში დავტოვეთ. დედას არ ვეუბნებოდით მამას რა სჭირდა", ამის შესახებ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა. 

მან ლეგენდარული ტელეწამყვანის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების შემდეგ პირველი სატელევიზიო გადაცემა ემოციური ტექსტით გახსნა. 

"მან დააფიქსირა, რომ მისი ქმარი ერთი კვირის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა, ისე განიცადა, რომ ჩაწვა ლოგინში და დახმარების გარეშე აღარასდროს ამდგარა.

მას საშინლად არ უნდოდა, რომ ხალხს ამის შესახებ გაეგო. ამიტომ ჩვენც ბოლომდე ვუფრთხილდებოდით და არავისთან ვამბობდით, რომ სინამდვილეში ბოლო წლებში დედა ლოგინად ჩავარდნილ მძიმე პაციენტად იქცა და მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა.

ამას არ ვამბობდით მაშინაც კი, როცა სინამდვილეში ის ამას უკვე ვეღარც გაიგებდა. ბოლო პერიოდში აღარც იცოდა ვინ ვიყავით, ვეღარ გვცნობდა უბრალოდ. ვისაც ეს გამოცდილი აქვს იცის, როგორი მძიმე შეგრძნებაა, როცა პირველად აღმოაჩენ, რომ მშობელი ვეღარ გცნობს“, - თქვა გიორგი გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system