თავში

გიორგი გახარია: 13 ივნისს ახალგაზრდებმა დიდი ერთიანობა გამოავლინეს

გიორგი გახარია: 13 ივნისს ახალგაზრდებმა დიდი ერთიანობა გამოავლინეს
გიორგი გახარია: 13 ივნისს ახალგაზრდებმა დიდი ერთიანობა გამოავლინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შემკო და განაცხადა, რომ 5 წლის წინ დიდი ტრაგედია მოხდა. მისი თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს.

ხუთი წელი გავიდა უკვე. რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე. ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს", - განაცხადა გახარიამ. 

მისი თქმით, დღესაც ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეპიდემია არის დიდი კრიზისი, როდესაც იმავე ხარისხის ერთსულოვნება, იმავე ხარისხის ერთმანეთზე ზრუნვა სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system