თავში

გიორგი გახარია ელიზაბეთ რუდს შეხვდა

​გიორგი გახარია ელიზაბეთ რუდს შეხვდა
გიორგი გახარია ელიზაბეთ რუდს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს შეხვდა. ამის შესახებ report.ge-ს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

მხარეებმა ისაუბრეს გასული წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.

საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს.

შეხვედრას აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system