თავში

გიორგი გახარია გორში პედაგოგებს შეხვდა

გიორგი გახარია გორში პედაგოგებს შეხვდა
გიორგი გახარია გორში პედაგოგებს შეხვდა

გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით ყველა რეგიონში გასვლა დაიწყება პედაგოგებით, გაგრძელდება მედიკოსებით, პოლიციით, ადგილობრივი ხელისუფლებით და სხვადასხვა ჯგუფებით.

„ამას არ აქვს მიზანი გარდა იმისა, რომ უკეთესად და პირდაპირ თქვენგან შევიგრძნოთ რა ხდება რეგიონში. როგორ მუშაობენ ბატონები, რა სპეციფიური პრობლემები არის ამ დარგში, ამ რეგიონში. ხშირ შემთხვევაში, მარტივი გადასაწყვეტი პრობლემებისგან ვქმნით დიდ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ერთი სატელეფონო საუბრით, სწრაფად გადაწყდეს. არ გვაქვს ჩვენ ბევრი დრო. სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ, დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც დრო და ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხი უკვე მეორე ადგილზეა“, - განაცხადა შეხვედრისას გახარიამ.

პრემიერ მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ პედაგოგის ფუნქცია ტრადიციებისა და თანამედროვე ღირებულებებს შორის ბალანსის დაცვაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system