თავში

გიორგი გახარია გუბერნატორებს - თქვენი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა პრობლემების შექმნა

გიორგი გახარია გუბერნატორებს
გიორგი გახარია გუბერნატორებს - თქვენი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა პრობლემების შექმნა

რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან - ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერისა და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შეხვედრა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა.

„აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს, ამიტომ განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებური საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა - პრობლემების შექმნა“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system