თავში

გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდს მადლობას უხდის

გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდს მადლობას უხდის
გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორსა და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მადლობას უხდის. ამის შესახებ გიორგი გახარიამ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა. 

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდა საერთაშორისო დონორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.

"მადლობელი ვარ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორისა და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოსი. ასევე, პროგრამის მომლაპარაკებელ მისიას VI მიმოხილვის დასრულებისთვის და მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდისთვის. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო დონორებისთვის. ერთად დგომით აუცილებლად დავამარცხებთ უხილავ მტერს!“, - აღნიშნავს გიორგი გახარია "ტვიტერზე".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system