თავში

გიორგი გახარიამ ფოთსა და ბათუმში შეხვედრები გამართა

​გიორგი გახარიამ ფოთსა და ბათუმში შეხვედრები გამართა
გიორგი გახარიამ ფოთსა და ბათუმში შეხვედრები გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმის საზღვაო აკადემიის სამანქანე განყოფილება გახსნა. მან თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიაც დაათვალიერა, სადაც აკადემიის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.

განყოფილების განახლებისათვის აჭარის მთავრობამ 500 ათასი ლარი გამოყო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთშიც გაიხსნება. გიორგი გახარიამ აკადემიის სტუდენტებს ახალი პროექტის დეტალები გააცნო. სასწავლებელი ფოთში ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობაში განთავსდება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ფოთის საზღვაო აკადემიის გახსნისთვის საჭირო სახსნრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ დღესვე ბათუმის სტადიონიც დაათვალიერა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავდნენ. „სამარცხვინო გახარია“ - სკანდირებდნენ ისინი.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system