თავში

გიორგი გახარიამ ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა

​გიორგი გახარიამ ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა
გიორგი გახარიამ ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიული დღე მიულოცა. მისი თქმით ქვეყანას დღეს დიდი გამოწვევა აქვს - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. პრემიერ მინისტრი ამ საკითხში დიპლომატების განსაკუთრებულ როლს უსვამს ხაზს.

„დღეს საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა და ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე, ხოლო ნატოში უფრო მეტად უსვამენ ხაზს საქართველოს მზაობას ალიანსის წევრობისათვის. გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივ ურთიერთობებში და თვისებრივად მაღალ დონეზეა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ევროკავშირთან თანამშრომლობა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ამ პროგრესში თითოეულ ჩვენს დიპლომატს საკუთარი წვლილი მიუძღვის“, - განაცხადა გახარიამ.

დიპლომატის დღე საქართველოში 2004 წლიდან დაწესდა და იგი 3 ნოემბერს სულხან საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system