თავში

გიორგი გახარიამ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

გიორგი გახარიამ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა
გიორგი გახარიამ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. 

"უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია. მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლის და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system