თავში

გიორგი, გვაპატიე - მასწავლებლის ემოციური წერილი

გიორგი, გვაპატიე - მასწავლებლის ემოციური წერილი
გიორგი, გვაპატიე - მასწავლებლის ემოციური წერილი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ოთო დანელია სრულიად საქართველოს მიმართავს და 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. 

„ეს დღეებია აკაკი წერეთლის „გამზრდელი” მოსვენებას არ მაძლევს. მასწავლებლობა ტვირთია. სასჯელიც არის, როცა შენი გაზრდილი ის არ არის, ვინც უნდა იყოს.

ღმერთო, როგორ უნდა გაუძლოს გულმა, როცა შენი საკლასო ოთახიდან აფრენილმა მერცხალმა სახე იცვალა და ორბი გახდა.
კაცი მოკლა. 
მდინარეში გადააგდო.
მშვიდად დაბრუნდა.
დაიძინა.
გაიღვიძა და…
მასწავლებელმა როგორღა დაიძინოს?!
რა ქნას?
ძნელია მასწავლებლობა.
შენი მოსწავლეების ცოდვები უნდა აიკიდო და გოლგოთას გზას დაადგე…
„გამზრდელი“ სიბრძნეა და ჩვენ ვასწავლით ამ სიბრძნეს… უბრალოდ, ეშმაკიც იქვეა, საცთურით ხელში და…
სულ ვამბობ, გემუდარებით, ღმერთი შეუშვით საკლასო ოთახებში და მერე შედით თქვენ… იქ, სადაც უფალია, მკვლელები არ იზრდებიან… კაცად გაზრდაა მთავარი!
რაღაც უნდა შეიცვალოს, ვიღაცამ ფრთები დააჭრა მასწავლებელს და ზუსტად ესაა უბედურების სათავე!მასწავლებლები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ!
ხო, მართლა, ბავშვებს მხოლოდ უფლებები არა, ვალდებულებებიც დავაზეპირებინოთ!
გიორგი, გვაპატიე!.“
– წერს დანელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system