თავში

"გიორგი, რომ ცისფერი გამოვიდეს, რას უზამო?" - მადონა კიპაროიძე მძიმე ბავშვობას იხსენებს

"გიორგი, რომ ცისფერი გამოვიდეს, რას უზამო?" -
გიორგი, რომ ცისფერი გამოვიდეს, რას უზამო? - მადონა კიპაროიძე მძიმე ბავშვობას იხსენებს

ტრანსგენდერი ქალი მადონა კიპაროიძე მძიმე ბავშვობას იხსენებს და ყვება როგორ აწამებდნენ მშობლები. მისი თქმით, მასზე სისტემატურად ძალადობდნენ და ხშირად აშიმშილებდნენ კიდეც. 

„ტრანსგენდერი ვარ. ეს პირველად დედაჩემს ვუთხარი. ჩემმა დამ დედაჩემს უბრალოდ ჰკითხა, გიორგი, რომ ცისფერი გამოვიდეს, რას უზამო? ამ დროს ექვსი წლის ვარ და უკვე მეტყობოდა. რა უნდა ვუქნაო. თავს მოვაჭრით მე და მაგის ძმაო… ყოველთვის მცემდნენ, წყლის ბოთლებს ყინავდნენ, შემდეგ, ამ გაყინულზე ხელისგულებით მაყენებდნენ.

ხორბალს დამიყრიდნენ და მუხლის ჩოქებით მაყენებდნენ. მთელი ღამე კუთხეში უნდა ვყოფილიყავი. მაშიმშილებდნენ. ჩვეულებრივად მაწამებდნენ. ალბათ, დანაც რომ დამარტყან ეგეც აღარ იქნება ისეთი ტკივილი, რა ტკივილიც გამოვიარე," - ჰყვება მადონა კიპაროიძე.

წყარო: ტელეკომპანია "მთავარი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system