თავში

გიორგი რურუა: ყველაფერი ჩვენს ხელშია და სიმართლეც ჩვენს მხარეზეა

გიორგი რურუა: ყველაფერი ჩვენს ხელშია და სიმართლეც ჩვენს მხარეზეა
გიორგი რურუა: ყველაფერი ჩვენს ხელშია და სიმართლეც ჩვენს მხარეზეა

გიორგი რურუა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ  4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სოციალურ ქსელში რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. 

„ეს აზრი თვით რუსეთის მთავრობას აქვს სრული გულახდილობით გამოთქმული, გრაფ ნ.პანინის ერთ საიდუმლო მიწერილობაში,რომელიც მან სახელმძღვანელოდ საქართველოში მყოფ რუსეთის წარმომადგენელს გენერალ ტოტლებენს გამოუგზავნა: უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი “ხელმძღვანელობით ხდებოდეს“,თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთი მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს, ერთი სიტყვით, ყოველი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ სული აქაური (რუსული) იყოს, სხეული კი ქართული.“ „ქართველი ერის ისტორია“ ივანე ჯავახიშვილი

პ.ს. გენერალ ტოტლებენის სახელი რუსი ოლიგარქის ივანიშვილის გვარით რომ შევცვალოთ, დღევანდელ სურათს მივიღებთ. სამწუხაროა,რომ რუსეთს ორი საუკუნის შემდეგაც, იგივე ბერკეტის გამოყენების საშუალება მივეცით. შემაშფოთებელია რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლის თავზე ისევ, ყოფნა-არყოფნაზე გვიწევს საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში და დავდგეთ განვითარების გზაზე, დანარჩენ თავისუფალ სამყაროსთან ერთად. ყველაფერი ჩვენს ხელშია და სიმართლეც ჩვენს მხარეზეა. პატივს მივაგებ ჩვენი გმირი ბიჭებისა და გოგონების ხსოვნას," - წერს გიორგი რურუა Facebook გვერდზე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,მთავარი არხის" მეწილე დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system