თავში

გიორგი რურუას სასამართლო სხდომა დაიხურა

გიორგი რურუას სასამართლო სხდომა დაიხურა
გიორგი რურუას სასამართლო სხდომა დაიხურა

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავებული გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დაიხურა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის განმარტებით, სხდომა წესრიგის დაცვის მიზნით დაიხურა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფები ზმაურით და სტვენით შეხვდნენ. გიორგი რურუას ახლობლები და მეგობრები აცხადებენ, რომ ისინი დარბაზს არ დატოვებენ.

მანამდე დაკავებული გიორგი რურუას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. აღნიშნულის მიზეზი მოსამართლის მიერ დაცვის მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა გახდა. რურუას ადვოკატები ითხოვდნენ, რომ სასამართლო პროცესის გადაღება საზოგადოებრივ არხთან ერთად „მთავარ არხსაც" ეწარმოებინა.

როგორც დაკავებულების უფლებადამცველებმა განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატიულობა არ აკმაყოფილებთ, რის გამოც გასაშუქებლად „მთავარი არხიც" უნდა დაეშვათ. ამასთან, ადვოკატების განცხადებით, გიორგი რურუა „მთავარი არხის" დამფუძნებელია, რის გამოც, გაშუქებას აღნიშნული არხიც უნდა დასწრებოდა. 

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განმარტებით, აღნიშნული მიზეზების გამო მის ტელეკომპანიას პროცესებზე დასწრების უფლებას ყოველთვის აძლევდნენ. 

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system