თავში

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: მაქვს გარკვეული ინფორმაცია

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: მაქვს გარკვეული ინფორმაცია
გიორგი შაქარაშვილის ბიძა: მაქვს გარკვეული ინფორმაცია

კითხვაზე, რატომ უნდა გასწორებოდნენ გიორგი შაქარაშვილს თავდამსხმელები მაშინ, როცა არ გაუსწორდნენ გურამ ამირხანაშვილს, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით თავად წაიყვანეს თბილისში – გარდაცვლილის ბიძა პასუხობს, რომ მას ამ საკითხზე აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ახლა ვერ გაასაჯაროებს. 

როგორც მირიან ნიკოლაძ ამბობს, ამ კითხვებზე პასუხი ექსპერტიზის დასკვენებთან ერთად, შესაძლოა, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი გასაღები იყოს. 

„ეს არის იმდენად საკვანძო სიტყვა, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ექსპერტიზის დასკვენებთან ერთად ერთ-ერთი ასე ვთქვათ გასაღები ამ მოვლენის ახსნისთვის იყოს ესეც. 

მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომლის გაჟღერებისგან ახლა თავს შევიკავებ, თუმცა ვადასტურებ, რომ ამ კითხვებს აქვს დიდი მნიშვნელობა საქმისთვის და შესაძლებელია მან ბევრ კითხვას გასცეს პასუხი“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system