თავში

"გირჩის" წევრი გია ჯაფარიძე სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

"გირჩის" წევრი გია ჯაფარიძე სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს
გირჩის წევრი გია ჯაფარიძე სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

პარტია "გირჩის" საარჩევნო სიის მეცხრე ნომერი გია ჯაფარიძე სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება მან Facebook-ზე გააკეთა. 

მისი თქმით, დაუმორჩილებლობის ორგანიზება სოციალური ქსელით არის შესაძლებელი. 

"კომენდანტის საათი სისულელეა. უნდა დავორგანიზდეთ და გავაკეთოთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. პრაქტიკულად გავაკეთოთ.სოციალური ქსელით ამის ორგანიზება შესაძლებელია. ვიწყებთ უბნებიდან და გამოვდივართ ბევრნი გამზირებზე. როგორც ამას აკეთებდნენ ბევრგან, მაგალითად ათენში. ეს არაა ლაშა ნაცვლიშვილის და გია აბაშიძის სახელმწიფო, სირცხვილია, რომ ნაძირლებს ვემორჩილებით", - დაწერა გია აჯაფარიძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system