
მომღერალი ზურა ხაჩიძე გადაცემის ანონსს, რომელშიც მისი მეუღლე საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.
„ხათუნა ჟორდანია მე შენ არსად არ გიშვებ, სანამ მე არ წავალ! შენ იქნები ყველაზე მაგრად!!!“- წერს ზურა ხაჩიძე.
თოქ-შოუ ,,პროფილის" ანონსში, ხათუნა ჟორდანია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების შესახებ საუბრობს.
,,დამემართა ის, ყველაზე ძალიან რისიც მეშინოდა, უმძიმესი ფორმაა ფილტვის სიმსივნის, არასოდეს არ ვფიქრობ იმაზე, რომ მოვკვდები. მე ვარ ბედნიერი, რომ მყავს ეს ორი გოგო - განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ ზურასგან", - აღნიშნავს ხათუნა ჟორდანია.