თავში

გიული ალასანია და ლიზა იასკო ვატიკანის ელჩს უკრაინაში, ვისვალდას კულბოკას შეხვდნენ

გიული ალასანია და ლიზა იასკო ვატიკანის
გიული ალასანია და ლიზა იასკო ვატიკანის ელჩს უკრაინაში, ვისვალდას კულბოკას შეხვდნენ

მიხეილ სააკაშვილის დედა და მეუღლე გიული ალასანია და ლიზა იასკო ვატიკანის ელჩს უკრაინაში, ვისვალდასკულბოკას შეხვდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიზა იასკომ დაწერა. მისი თქმით, ვატიკანის ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ლიზა იასკომ დაწერა, რომ ელჩი კულბოკა ნამყოფია საქართველოში და კარგად იცნობს მის პრობლემებსა და გამოწვევებს.

შევხვდით ვისვალდას კულბოკასს – ვატიკანის ელჩს უკრაინაში.

გიული ალასანიასთან ერთად ვისაუბრეთ ციხეში მყოფ უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ, რომ ელჩი ინფორმირებულია იმ უდიდესი უსამართლობის შესახებ, რაც მიხეილთან, მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხდება.

ელჩი ნამყოფია საქართველოში და კარგად ესმის ის პრობლემები და გამოწვევები, რის წინაშეც ეს ქვეყანაა.

როგორც ქრისტიანი გულწრფელად განიცდის მიხეილის მდგომარეობას და ადასტურებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

დარწმუნებული ვარ, იმ რთულ ვითარებაში, რაშიც მიხეილია, ეკლესიის წარმომადგენელთა სიტყვა და მისი სიცოცხლის დაცვისთვის ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანი”,- ნათქვამია ლიზა იასკოს პოსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system