თავში

გლდანში დაჭრილ მოზარდს მესამე ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია 15 წლის ბიჭის მდგომარეობა

გლდანში დაჭრილ მოზარდს მესამე ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია 15 წლის ბიჭის მდგომარეობა
გლდანში დაჭრილ მოზარდს მესამე ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია 15 წლის ბიჭის მდგომარეობა

გლდანში, გამვლელის მიერ დაჭრილ 15 წლის მოზარდს მესამე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, პაციეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტს ჩაუტარდა 3 ქირურგიული ჩარევა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა და შეესაბამება ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდს. ჰემოდინამიკური პარამეტრები სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით, მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება",-განაცხადა ქეთევან კუპატაძემ.

15 ოქტომბერს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, დაჭრა. აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system