თავში

გლდანში სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მოსახლეობას გააცნეს

გლდანში სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მოსახლეობას გააცნეს
გლდანში სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მოსახლეობას გააცნეს

გლადნის მე-8 მიკრორაიონის 23-ე კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება. Report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, რომ სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. 

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა, პროექტი გააცნო და მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"სკვერის რეაბილიტაცია დაახლოებით, 8 000 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდება და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერი მოეწყობა. სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები,შადრევანი. ასევე, მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხეები, დაითესება ბალახი",- აცხადებენ მერიაში. 

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარი არის გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system