თავში

გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება

გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება
გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება. როგორც report.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 23:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე (ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის შენობამდე) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო, ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება ცალმხრივად, მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის შენობის მიმართულებით.

„დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N23 და N33 ავტობუსები ვეკუას ქუჩიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ კეცხოველის, შემდეგ კი ჯაბიძის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც კვლავ ვეკუას ქუჩისკენ მობრუნდებიან.

N24 ავტობუსი ვეკუას ქუჩაზე იმოძრავებს მე-5 მიკრორაიონამდე, რის შემდეგაც ხიზანიშვილის ქუჩას დაუკავშირდება.

N51 ავტობუსი გლდანულას მიმართულებით, ლესელიძისა და მიქატაძის ქუჩების ნაცვლად, ომის გმირებისა და ქერჩის ქუჩების გავლით იმოძრავებს“, - აღნიშნულია თბილისის მერიიდ განცხადებაში.

თბილისის მერია მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system