თავში

გლდანში მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო - PHOTO

გლდანში მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო

გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 და N6 კორპუსებს შორის არსებული სივრცე კეთილმოეწყო. მრავალფუნქციური სკვერი დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნული სკვერი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

„გლდანის მერვე მიკრორაიონში სამუშაოები დასრულდა. ეს კონკრეტული ტერიტორია, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, მთლიანად რეაბილიტირდა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოწყო საკალათბურთო მოედანი, ბავშვებისთვის - ატრაქციონები, რომლითაც ძალიან ბევრი პატარა სარგებლობს და სულ დატვირთულია. ასევე, არის სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია განტვირთვა, დასვენება. ჩვენი მიზანია, რომ ასეთი სივრცეები მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში შეიქმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, მრავალფუნქციური სივრცეში ტერასულადაა მოწყობილი გასართობი, დასასვენებელი და საბავშვო ზონები. აქ განთავსებულია მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, შადრევანი, ხელოვნური მდინარე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, სკეიტბორდის მოედანი, ფიტნეს ზონა.

სკვერში დამონტაჟდა გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები. დაითესა ბალახი და დაირგო ხეები.

პროექტი გლდანის გამგეობამ განახორციელა და მისი ღირებულება 1 139 115 ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system