თავში

"გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ

"გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ
გლოვოს კურიერები გაიფიცნენ

"გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ. მათ ბონუსის სისტემა მოუხსნეს, რის გამოც შემოსავალი გაუნახევრდათ. აქციის ზოგიერთი მონაწილე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი შესაძლოა საერთოდ, ზარალზე გავიდნენ, რაც მათ მუშაობას აზრს დაუკარგავს. 

კურიერები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. 

აქციაზე მივიდა კომპანიის ხელმძღვანელიც, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დრო დასჭირდება. 

"პროტესტი არ დაწყებულა პირდაპირ ქუჩით,ჩვენ კონსულტაციებს ვახორციელებთ ოფისთან, თუმცა მათი შემოთავაზებული რადიკალური ცვლილებები შეამცირებს შემოსავლებს,რამაც განაპირობა ეს პროტესტი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system